საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
ერთკვირიანი თბილი და მზიანი ამინდების შემდეგ, დღეიდან წვიმებია მოსალოდნელი. აღნიშნულ პროგგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აანონსებს.


მათი ინფორმაციით ნალექი მოსალოდნელია 4-დან 6 აპრილის ჩათვლით.

„დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, “ - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ასევე შესაძლებალია, რომ მთიან და მაღალმთიან რეგიონებში თოვლის დნობამ და მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.

ავტორი: ლიზა კაპანაძე


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / წვიმა /