გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ე.წ. ბაღის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი დაიგება 280 მეტრი სიგრძის გზაზე , ეზოებში შესასვლელებსა და მიერთებებზე. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე არხი.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს "ბახტრიონი - 2012" ასრულებს.

პროექტი ორწლიანია და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობის 256 000 ლარით ფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ ვაჩნაძიანში, ასევე განახორციელებს პალატებისკენ მიმავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაზეც 1 მლნ 420 000 ლარი დაიხარჯება.

[R]


| Print |
FaceBook Twitter Google