თუშეთის მოსახლეობას მერია სააღდგომო ნობათს გადასცემს
თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას ახმეტის მერია სააღდგომოდ სხვადასხვა საკვებ პროდუქტებს გადასცემს. როგორც speqtri.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა განუცხადა, ამისთვის 8772 ლარია გამყოფილი.
"ზამთრის პერიოდში სულ კომუნიკაციაში ვართ თუშეთში დარჩენილ  მოსახლეობასთან. იცით, რომ თითქმის რვა თვის განმავლობაში, სამანქანე გზა იკეტება. სასაზღვრო პოლიცია გვეხმარება კომუნიკაციაში და მოსახლეობისთვის უფასო ფრენებს ახორციელებს. მინდა, აღვნინო, რომ თუშეთში მცხოვრებლებს უზრუნველვყოფთ უფასო ინერნეტით, რათა კომუნიკაცია უფრო გაუადვილდეთ. გათვალისწინებული გვაქვს მათთვის სასაჩუქრე ნობათი სააღდგომოდ და ასევე საახალწლოდ. გაზაფხულიდან გზა გაიხსენება და მათ უკვე თვითონ შეეძლებათ გადაადგილება,"- განაცხადა ალექსი ფიცხელაურმა.

მერის ინფორამციით, თუშეთში მუდმივად 30-მდე ადამიანი ცხოვრობს. 

| Print |
FaceBook Twitter Google