33 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან


9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. 33 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილების მიერ, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევას, 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ასობით მოქალაქე კი, - გაურკვეველი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

ამ დღეს დაღუპული მოქალაქეებიდან ყველაზე პატარა იყო 15 წლის.

1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

9 აპრილის ტრაგედიისას დაიღუპნენ:

აზა ადამია – 22 წლის;
ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის;
ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის;
ნატო გიორგაძე – 23 წლის;
თამუნა დოლიძე – 28 წლის;
თინა ენუქიძე – 70 წლის;
ნინო თოიძე – 22 წლის;
ზაირა კიკვიძე – 61 წლის;
მანანა ლოლაძე – 34 წლის;
თამარ მამულაშვილი – 50 წლის;
ვენერა მეტრეველი – 45 წლის;
მამუკა ნოზაძე – 21 წლის;
ნანა სამარგულიანი – 41 წლის;
შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის;
მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის;
ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის;
თამარ ჭოველიძე – 16 წლის;
ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის;
მზია ჯინჭარაძე – 43 წლის;
მანანა მელქაძე – 26 წლის;
გია ქარსელაძე – 25 წლის.

| Print |
FaceBook Twitter Google