ერთწლიანი კულტურების სტატისტიკა იცვლება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს ხორბლის წარმოებამ 136.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 32.9 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ქერის წარმოება 28.4 პროცენტით გაიზარდა და 58.3 ათასი ტონა შეადგინა.

სიმინდის წარმოება 233.0 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 8.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ამასთან, 2021 წლის განმავლობაში წარმოებულია 149.0 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 15.4 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მარცვლეული /