თელავში ენერგოეფექტური სკამები განთავსდება
თელავში, სხვადასხვა ლოკაციაზე ენერგოეფექტური სკამები განთავსდება, სკამების მონტაჟი ქალაქის ტერიტორიაზე დღეს დაიწყო.
სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა პირველ მოადგილესთან ნიკოლოზ მეტრეველთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

ენერგოეფექტური სკამი მუშაობს მზის ენერგიის გამოყენებით, მას აქვს უფასო wifi , ტელეფონის დამტენი, ლაითბოქსი სადაც განთავსებულია თელავის ტურისტული რუკა და სხვა საინტერესო ინფორმაცია.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პარალელურად დაგეგმილია ისტორიულ ძეგლებზე QR კოდების და ქალაქის ორ ლოკაციაზე QR კუბების განთავსებაც.

პროექტის მიზანს წარმოადგენს მუნიციპალური ელექტრონული საინფორმაციო სერვისების გაუმჯობესება, ქალაქის კულტურული, ისტორიული და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების ცნობადობის გაზრდა და ურბანული ტერიტორიების განვითარება.

პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.
| Print |
FaceBook Twitter Google