რუსმმა ოკუპანტებმა ლვოვი დაბომბეს
ლვოვის მერის, ანდრეი სადოვის ინფორმაციით, რუსულმა არმიამ ლვოვი დაბომბა.

"5 მიზანმიმართული დარტყმა განხორციელდა ლვოვზე. ადგილზე უკვე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურები", — განაცხადა სადოვმა.

წინასწარი ინფორმაციით, 6 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ლვოვზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად.

ამის შესახებ ტელეგრამ-არხით იუწყება ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი.

მისივე თქმით, სარაკეტო დარტყმების შედეგად ხანძრები გაჩნდა, ოთხივე ობიექტი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები უკრაინა /