საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 აპრილს დღის ბოლოდან 21 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მათივე თქმით, ზღვის სანაპირო რაიონებში, 18 აპრილს საღამოს საათებში, ელჭექის დროს, შესაძლებელია სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ხანმოკლე ძლიერი ქარი აღინიშნოს.

შეგახსენებთ, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი /