საქართველოში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევაა დადასტურებული
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, კახეთში 17, ხოლო თბილისში 160 ინფიცირების ახალი შემთხვევაა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 1 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 161 პაციენტი.

დღე-ღამეში ჩატარებულია 22 329 ტესტი, მათ შორის, 20 058 სწრაფი ტესტი და 2 271 PCR ტესტი.

უპირატესად ცირკულირებს და კვლავ დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი

შვიდდღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი 1.18%-ია.

| Print |
FaceBook Twitter Google