რუსი ოკუპანტები მარიუპოლში მყოფ მებრძოლებს ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობენ
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა რომ "წმინდა ჰუმანური პრინციპების ხელმძღვანელობით" კიდევ ერთხელ სთავაზობენ მარიუპოლში მყოფ მებრძოლებს ცეცხლის შეწყვეტას. მათი მტკიცებით, არ მოკლავენ არავის, ვინც ტყვედ ჩაბარდება.

ოკუპანტების გეგმით, დანებების შემთხვევაში, მოსკოვის დროით 13:00 საათიდან უნდა დამყარდეს უწყვეტი კომუნიკაცია მათსა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის, ნახევარ საათში კი ორივე მხარემ "დუმილის რეჟიმი" უნდა გამოაცხადოს, რაშიც დროშების აწევა მოიაზრება.

რუსეთმა წითელი დროშა უნდა ასწიოს, უკრაინამ თეთრი. 14-დან 16 საათის შუალედში კი ყველა მებრძოლი ტერიტორიიდან იარაღის გარეშე უნდა გავიდეს.

რუსეთის თავდაცვა მარიუპოლის მცველებს მოუწოდებს, არ დაემორჩილონ კიევის ხელისუფლების ბრძანებას, და "თავად მიიღონ ეს გადაწყვეტილება"

| Print |
FaceBook Twitter Google