ბოლო 24 საათში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა
დღევანდელი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 232 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, კახეთში 9, ხოლო თბილისში 120 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა. გამოჯანმრთელდა 117 პაციენტი.

დღე-ღამეში ჩატარებულია 22 118 ტესტი, მათ შორის, 20 385 სწრაფი ტესტი და 1733 PCR ტესტი.

უპირატესად ცირკულირებს და კვლავ დომინანტი ომიკრონის B.A.2 შტამი.

7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი 1.20%-ია.


| Print |
FaceBook Twitter Google