22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება
დედამიწის დღე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი საერო სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს.

ეს დღე ატარებს იდეას, რომელიც ემსახურება გლობალურ და ეროვნულ ცვლილებებს პლანეტის სასიკეთოდ.

ბუნება ჩვენი ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია.

დედამიწის დღე შეგვახსენებს, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე და გავიაზროთ, ჩვენი ყოველი მოქმედებით შეგვიძლია სარგებელი მოვუტანოთ დედამიწას.

საქართველოში "დედამიწის დღე" პირველად 1990 წელს აღინიშნა, საქართველოს "მწვანეთა მოძრაობის" ინიციატივით და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

| Print |
FaceBook Twitter Google