შესაძლოა გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდეს
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობას სულ მალე გიორგი მარგველაშვილი დაიკავებს, - ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2 " ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამის შესახებ გადაწყვეტილება ციხეში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.

თავად გიორგი მარგველაშვილმა მათთან სატელეფონო საუბარში ეს ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მარგველაშვილი 15 აპრილს კიევში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა.

| Print |
FaceBook Twitter Google