გიორგი მარგველაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სააკაშვილმა მას ენმ-ს თავმჯდომარეობა შესთავაზა, - არ ადასტურებს.


"100 %-ით ტყუილია. 100%-ს რატომ ვამბობ, ამის არც შემოთავაზება არ ყოფილა, არც განხილვა, არც ჩემი გადაწყვეტილება არ არსებობს. 100%-ით მოგონილი ამბავია, ჩემი აზრით, გუშინდელი სკანდალური ჩანაწერის გადასაფარად. არანაირი განხილვა, შემოთავაზება, მოთელვა არ ყოფილა ბუნებაში. არის ხოლმე ამბები, 1% მართალია და 99%-ს მოაბამენ. ეს ასეთი ამბავიც კი არ არის. სრულიად მოგონილია" - უთხრა გიორგი მარგველაშვილმა რადიო თავისუფლებას.
აღნიშნულ ფაქტს უარყოფენ "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის წევრებიც.


 

| Print |
FaceBook Twitter Google