ანსამბლი „ლაშქრული“ უკრაინის სოლიდარობის ნიშნად სიღნაღში კონცერტს გამართავს
ხვალ, 29 აპრილს, სიღნაღის მუნიციპალური ცეკვის ანსამბლი „ლაშქრული“ უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად კონცერტს გამართავს. ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ადგილობრივ მაყურებელთან ერთად, მუნიციპალიტეტში მყოფი უკრაინელი დევნილები დაესწრებიან.

კონცერტი სიღნაღის თეატრის დარბაზში 15:00 საათზე დაიწყება. დასწრება ყველა მსურველს შეეძლება.


| Print |
FaceBook Twitter Google