საქართველო შევსებული კითხვარის პირველ ნაწილს ევროკომისიას 2 მაისს გაუგზავნის
საქართველო, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შევსებული კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც 369 შეკითხვისგან შედგება, ევროპელ პარტნიორებს 2 მაისს წარუდგენს, ამის შესახებ შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.


„პირველი ნაწილი იყო პოლიტიკური და ეკონომიკური, რომელიც მომზადდა და ორშაბათს გადაეცემა ევროკავშირს, ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც არის სექტორული და უფრო მეტად ტექნიკური ხასიათის ამაზე გრძელდება მუშაობა და ჩვენ, დადგენილ ვადებში, რომელიც განსაზღვრა ევროკომისიამ, მოვახდენთ მის დაბრუნებას,“ - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის საჯარო გახდება კითხვარის მეორე ნაწილის შეკითხვებიც, რომელთა რაოდენობაც 2300-მდეა.

მთავრობას მის მოსამზადებლად დრო 13 მაისამდე აქვს.



| Print |
FaceBook Twitter Google