გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში თამარ საგინაშვილის ლექცია ჩატარდა
დღეს გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ჩატარდა ტრენერის, ქოუჩისა და ჟურნალისტის თამარ საგინაშვილის საჯარო ლექცია სახელწოდებით ,,როგორ გავუძლოთ კრიზისებს და ვიპოვოთ მათში ახალი შესაძლებლობები".

ლექციასთან ერთად გაიმართა წიგნ ,,სამასმეერთე მილიონერის" პრეზენტაციაც.

„ამ ტიპის შეხვედრა პირველად ბათუმში ჩავატარე და მეორე შეხვედრა უკვე გურჯაანში შედგა. ორი წელი ჯერ პანდემია იყო და შემდეგ კი ომი დაიწყო, ადამიანებმა ამოსუნთქვაც ვერ მოასწრეს, დეპრესიაში არიან, აღარ იციან რა ქნან. შესაბამისად, ჩავატარე ტრენინგები თემაზე, როგორ გამოვიდეთ კრიზისებიდან, არ ჩავრჩეთ მათში და ვნახოთ შესაძლებლობები კრიზისებში, რადგან მათში აუცილებლად არის შესაძლებლობა.

ადამიანებს სჭირდებათ დახმარება და მოტივაცია- კონკრეტული გეგმა, როგორ გამოვიდეთ კრიზისიდან,“-გვეუბნება თამარ საგინაშვილი.

თუკი, საზოგადოების მხრიდან ინტერესი იქნება, თამარ საგინაშვილი მზად არის მსგავსი თემატიკის შეხვედრა გურჯაანში კვლავ გამართოს.
| Print |
FaceBook Twitter Google