რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში რაფიელ ერისთავის სახლ მუზეუმთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურაც.

მერიამ 742 501 ლარზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც 23 მაისს უნდა დასრულდეს.

ტენდერის პირობების თანახმად, გზის მოწყბასთან ერთად რეაბილიტაცია ჩაუტარდება მუზეუმის გარე ფასადს, მოეწყობა ღობე და ჭიშკარი,  გზის გარკვეულ მონავეთზე დაიგება ქვაფენილი, 

სამუშაოებისთვის საჭირო თანხის 99% ცენტრალური,ხოლო 1% ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.


| Print |
FaceBook Twitter Google