კვეტერის ციხე-კომპლექსის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა [Photo]
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია ციხე-ქალაქ კვეტერის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.
აღნიშნულის მიზანი ტურისტული ობიექტის პოპილარიზებაა.

სამუშაოებისთვის დაახლოებით 1 489 684 ლარია გათვალისწინებული. თანხის 99% ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს,1% კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

ტენდერის პირობების თანახმად,  პროექტი მოიცავს გზის რეაბილიტაციას, ბორდიურების,  პანორამული გადასახედის, საპკნიკე სივრცის, ფანჩატურების,  განათებებისა და საპირფარეშების მოწყობას. აგრეთვე გაკეთდება ავტოსადგომი და მოეწყობა გალავნის კედელი. 

აღნიშნული სამუშაოების შესრულებას დაახლოებით ნახევარი წელი დასჭირდება.

ცნობისთვის, კვეტერის ციხე-ქალაქი კახეთის სამთავროს ერთ-ერთი ცენტრი იყო. წყაროებში პირველად კვირიკე III-ის მეფობის (1010-1037) დროიდან, XI საუკუნის I ნახევრიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. იყო კახეთის სამთავროს (შემდეგ სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი. საქალაქო ცხოვრების კვალი XIII საუკუნიდან ისპობა და შემდეგ წყაროებში იგი აღარ გვხვდება.

1968 წელს კვეტერაში არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა გ. ლომთათიძე. გათხრებმა გამოავლინა დარბაზული ეკლესიის ნაშთი, ასევე დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს შუა საუკუნეების ჭურჭელი და სხვა, რომელიც ინახება დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან კვეტერის ციხე-ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.


ასეთი იქნება ციხე-კომპლექსის ტერიტორია რეაბილიტაციის შემდეგ:






| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კვეტერა /