დედოფლისწყაროს 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის 58 მილიონი ლარი დაიხარჯება

ქალაქ დედოფლისწყაროსა და მუნიციპალიტეტის 15 სოფელში წყლის სისტემების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. - ინფორმაციას ამის შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.




მათივე ცნობით, ამ ეტაპზე დასკვნით ფაზაშია მდინარე იორიდან ქალაქის ცენტრალურ რეზერვუარამდე 32-კილომეტრიანი წყლის მაგისტრალის გაყვანის სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში უახლოეს პერიოდში სათავე ნაგებობისა და შუალედური გადამქაჩი რეზერვუარის მშენებლობა დაიწყება, ასევე, მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი, ცენტრალიზებული სისტემა. იგეგმება, რეზერვუარების, ჭაბურღილების, სატუმბო სადგურებისა და სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია-მშენებლობები.

,,სამუშაოები ეტაპობრივად 2023 წლის ბოლოსთვის დასრულდება და პირველად დედოფლისწყაროს არსებობის ისტორიაში ჩვენ გვექნება 24-საათიანი წყალმომარაგება. ეს ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებულ სასმელი წყლის პრობლემას საბოლოოდ აღმოფხვრის და მოსახლეობა უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს,"-განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

მისივე თქმით, პროექტის ჯამური ღირებულება 58 მილიონი ლარია.




 

| Print |
FaceBook Twitter Google