13-14 მაისს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 13-14 მაისს საქართველოში თბილ და უნალექო ამინდს ვარაუდობენ.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24დან +29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

მათივე თქმით, სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა იწვიმოს, ხოლო 16 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია შედარებით გრილი, წვიმიანი და ქარიანი ამინდი.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი /