თუშეთის გზა სავარაუდოდ მაისის ბოლოს გაიხსნება
თუშეთი გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ speqtri.ge-ს ახმეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა განუცხადა.
-"მოგეხსენებათ უხვთოვლიანი გაზაფხული გვქონდა . ამ დროისთვის, თუშეთის გზა იწმინდება თოვლისგან და მეწყერული ნაშალისგან. ვვარაუდობთ, რომ გზის გახსნა ამ თვის ბოლოს მოხერხდება. წელს თუშეთში მუდმივად მცხოვრები 23 ადგილობრივი გვყავს,"- აღნიშნა ალექსი ფიცხელაურმა.

ცნობისთვის, თუშეთის გზა მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდეა გახსნილი. აბანოს უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზა 6 თვის განმავლობაში იკეტება და თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენის მეშვეობითაა შესაძლებელი. ომალო-ალვანის საავტომობილო გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გზა / თუშეთი /