შავ ზღვაზე რიზე-ართვინის აეროპორტი დღეიდან ამოქმედდა
შავ ზღვაზე, საქართველოს საზღვრის მახლობლად ახალი, „რიზე-ართვინის“ აეროპორტი გაიხსნა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით თურქული საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, აეროპორტში Turkish Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რეისის ნომრით TK 2538 სტამბოლის აეროპორტიდან დილის 08:30 საათზე აფრინდა, 10:35 საათზე კი რიზე-ართვინის აეროპორტში დაეშვა.

ცნობისთვის, ფაზარის რაიონში, სოფელ იეშილქოისთან, ზღვაში აგებული აეროპორტი ბათუმიდან 94 კმ-ითაა დაშორებული. „რიზე-ართვინის აეროპორტს“ 3 ათასი მეტრი სიგრძის და 45 მეტრი სიგანის ასაფრენი ბილიკი აქვს. მშენებლობისთვის 280 ჰექტარი ზღვა 30 მ სიღრმეზე ამოავსეს. მისი მშენებლობა 2017 წელს დაიწყო.
| Print |
FaceBook Twitter Google