კოდას ტურისტული განვითარების მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ ამჯერად, კოდას საკურორტო ზონის ტურისტული განვითარებისა და ბიზნესის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის სტრატეგიული მიზანს კოდას ტურისტული ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობით.

პროექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული ღირებულება 1 223 671 ლარია, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.


| Print |
FaceBook Twitter Google