როგორ აღნიშნავენ ხვალ ეროვნული სამოსის დღეს გურჯაანში
ხვალ, 18 მაისს,  ქალაქ გურჯაანის ცენტრალურ პარკში, ეროვნული სამოსის დღეს აღნიშნავენ. ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება.
გურჯაანის მერიის ინფრმაციით, კინოსა და თეატრის მსახიობები გააცოცხლებენ ფრაგმენტებს ძველი ქართული კინო-ფილმებიდან, მოეწყობა ქართულ ეროვნულ სამოსში ჩაცმული მოქალაქეების მსვლელობა. ასევე, წარმოდგენილი იქნება ღვინის, ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა და ძველი გურჯაანის ფოტოები.

16:00 საათზე გაიმართება კლასიკური მუსიკის კონცერტი, სიმებიანი კვარტეტის მონაწილეობით. საზეიმო ღონისძიებები 18:00 საათზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტით დასრულდება.
| Print |
FaceBook Twitter Google