რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ავტომობილებით ჩამოსვლა უფრო მარტივად შეეძლებათ - რუსეთის მთავრობა
რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეებს უკვე უპრობლემოდ შეეძლებათ საქართველოსა და დონბასში ავტომობილით მგზავრობა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსეთის იურიდიული ინფორმაციის ოფიციალური ინტერნეტპორტალი ავრცელებს.

პორტალზე 17 მაისს ატვირთულ განკარგულებას ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა. განკარგულება გულისხმობს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოსა და ე.წ დონბასის სახალხო რესპუბლიკაში გასამგზავრებლად, საავტომობილო და გამშვებ-პუნქტებზე დაწესებული სასაზღვრო კოვიდ-რეგულაციების გაუქმებას.

დოკუმენტი 14 მაისს მიიღეს და ოფიციალურად პორტალზე 17 მაისს გამოქვეყნდა.
| Print |
FaceBook Twitter Google