დავით სონღულაშვილი: დიდია ჩვენი ძალისხმევა შავი ზღვისქვეშა საკაბელო პროექტის, როგორც კავკასიის ელექტროენერგიის ჰაბად ჩამოყალიბების მიმართულებით
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის შეხვედრაში, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეხებოდა.

პარლამენტის წევრმა, სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობის მნიშვნელობასა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღო და ვისაუბრო ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე - ენერგო დამოუკიდებლობაზე. თუმცა, პირველ რიგში, მსურს გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ალბათ სიმბოლურიცაა - დღევანდელი თემა, პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება რუსეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების საკითხს, რაც ჩვენი და ჩვენი მეგობარი უკრაინის საერთო პრობლემას წარმოადგენს. მოგეხსენებათ, საქართველო, მეხუთე წელია ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრია და ამ დროის განმავლობაში, აქტიურად ცდილობს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარების საკითხში. მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხშიც. 2019 წელს ქვეყანამ დაამტკიცა კანონები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ და ენერგო ეტიკეტირების შესახებ. ასევე, დამტკიცდა ქვეყანაში ენერგოეფექტურობის განმსაზღვრელი 2 კანონი: საქართველოს კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ. ძირითადი კანონების დამტკიცების პარალელურად კი, აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი მეორადი კანონმდებლობის შემუშავების პროცესი. არსებული მდგომარეობით, უკვე დამტკიცებულია 9 მეორადი საკანონმდებლო აქტი, უმეტესწილად განახლებადი ენერგიის წახალისების მიმართულებით. მიმდინარეა, ენერგეტიკის პოლიტიკის განახლებული დოკუმენტის მიღების პროცესი, ხოლო უკვე დამტკიცდა ელექტრო ენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის კონცეფცია,“ - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა შავი ზღვისქვეშა საკაბელო პროექტის განხორციელების მნიშვნელობასა და ქვეყნის განსაკუთრებულ როლს, აღნიშნულ პროექტში.

„განსაკუთრებით დიდია ჩვენი ძალისხმევა შავი ზღვისქვეშა საკაბელო პროექტის, როგორც კავკასიის ელექტროენერგიის ჰაბად ჩამოყალიბების მიმართულებით, რომლის მშენებლობაც მნიშვნელოვანი და პერსპექტიული პროექტია საქართველოს ენერგოსისტემისთვის. ამ პროექტის განხორციელებით, საქართველოს ეკონომიკასა და ენერგეტიკულ სექტორს საერთოდ ახალი შესაძლებლობები ეხსნება გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების ჭრილში. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საშუალება მიეცემა დააკავშიროს რეგიონის ელექტრო ქსელები ევროპასთან და პირიქით. შედეგად ქვეყანა უზარმაზარ გარღვევას მიაღწევს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების კუთხით. ხოლო, მისი ეკონომიკურ მომგებიანობა ნათლად ჩანს მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მომზადებულ ანგარიშში წინასწარი ეკონომიკური ანალიზის შესახებ. გარდა ამისა, ასევე, მხედველობაშია მისაღები კავკასიის რეგიონის ენერგო პოტენციალი და საქართველოს შესაძლებლობა შეასრულოს ხიდის როლი ევროპისა და ცენტრალური აზიის ენერგეტიკულ სისტემებს/ბაზრებს შორის. აღნიშნულის პარალელურად, აუცილებელია ქვეყანამ გააგრძელოს განახლებადი ენერგიის ობიექტების მშენებლობა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მაქსიმალურად ავითვისოთ შიდა რესურსები და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იმპორტის ვალდებულება. ვფიქრობ, შავი ზღვისქვეშა საკაბელო პროექტის განხორციელებით, ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ვალდებულებების შესრულებით, საქართველო, კავკასიის ელექტროენერგიის ჰაბის სტატუსს შეიძენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა იქნება მაღალკონკურენტუნარიანი, ღირებულად გამოიყენებს განახლებადი ენერგიის პოტენციალს და ჭარბი ენერგიის ექსპორტს უცხოურ ბაზრებზე. ამასთან, ქვეყანას ექნება სტაბილური მარეგულირებელი და საბაზრო ჩარჩო, რომელსაც შეეძლება ინვესტიციების მოზიდვა ელექტროენერგიის გამომუშავებაში და ექნება სტაბილური და უწყვეტი ენერგომომარაგების უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისთვის,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ენერგეტიკული გაერთიანების მთავარი მისიაა ერთის მხრივ, სტაბილური მარეგულირებელი და საბაზრო ჩარჩოს ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია ინვესტიციების მოზიდვა ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის, ხოლო მეორეს მხრივ, ინტეგრირებული ენერგეტიკული ბაზრის შექმნა, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

„ენერგეტიკული გაერთიანება“ 2005 წლის ოქტომბერში ათენში, საბერძნეთში ხელმოწერილი ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებით დაარსდა, ხოლო საქართველო 2017 წლიდან შეუერთდა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული
გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის
შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის შეხვდა.
19:16 / 17.11.2023
ნებისმიერი ბიზნეს იდეა წარმატებულია, როცა სირთულეებს ვაღიარებთ,
მდგრადია ბიზნესი, რომელიც გამოწვევებს არ უშინდება, ხოლო ნებისმიერი
ნივთი ხელმისაწვდომი ხდება მაშინ, როცა შესაძლებლობებს სწორად
განვსაზღვრავთ.
ნებისმიერი ბიზნეს იდეა წარმატებულია, როცა სირთულეებს ვაღიარებთ, მდგრადია ბიზნესი, რომელიც გამოწვევებს არ უშინდება, ხოლო ნებისმიერი ნივთი ხელმისაწვდომი ხდება მაშინ, როცა შესაძლებლობებს სწორად განვსაზღვრავთ.
16:01 / 12.10.2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების
ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით
გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26.09.2023
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის
საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“
პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ
რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს.
ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში
ჩატარდება.
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“ პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს. ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩატარდება.
16:48 / 06.07.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
დღეს, 16 აპრილს, 21:00 საათზე დასრულდა პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონს პირველი მოსმენით განიხილავდნენ. რადგან კანონპროექტზე კენჭისყრა დღეს ვერ შედგა, პირველი მოსმენით მსჯელობას პარლამენტი ხვალ, 17 აპრილს 12:00 საათზე დაუბრუნდება.
21:31 / 16-04-2024
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია “კი ევროპას, არა რუსულ კანონს!” პლენარული სხდომის პარალელურად, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ, კვლავ გრძელდება. მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ.
21:01 / 16-04-2024
საქართველოს პარლამენტში წარადგინეს ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ასევე ორი ალტერნატიული კანონპროექტი, რის შემდეგაც კენჭი უყარეს, თუ რომელი კანონი უნდა აეღოთ საფუძვლად, რომელსაც უკვე პირველი მოსმენით განიხილავდნენ.
16:20 / 16-04-2024
რამდენიმე წუთში პარლამენტში პლენარულ სხდომაზე წარადგენენ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ასევე ორ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელთა მომხსენებლებსაც ამისათვის 10-10 წუთიანი რეგლამენტი ექნებათ.
15:27 / 16-04-2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.
21:42 / 12-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 27 °C
img
საგარეჯო 14 / 25 °C
img
დ.წყარო 13 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 28 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 15 / 27 °C
img
თელავი 15 / 26 °C
img
ახმეტა 14 / 26 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.