თელავში ისტორიული ავტომობილების გამოფენა მოეწყო [Photo]
საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაციის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის მხარდაჭერით თელავის ცენტრალურ მოედანზე ,,ოთარ ოთარაშვილის სახელობის ისტორიული ავტომობილების ფესტივალი 2022" ჩატარდა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ავტო კოლექციონერები, ავტო ინჟინერ რესტავრატორები და ასევე თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ისტორიული ავტომობილების მფლობელები.

„ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო როგორც ამერიკული ისტორიული ავტომობილები, ასევე ევროპული, ყოფილ საბჭოთა კავშირში წარმოებული და ე.წ. "ჰენდ მეიდი" ავტომობილები, ასევე ისტორიული და კლასიკური დიზაინის მქონე მოტოციკლები.
ფესტივალის დასასრულს გამარჯვებული ავტომფლობელები გამოვლინდნენ. პირველი ადგილი ირაკლი კაკაურიძეს ერგო, მეორე ადგილი დავით შილდელაშვილმა დაიკავა, მესამე ადგილზე კი მერაბ გუჯაბიძე გავიდა.“ - აღნიშნეს მერიაში.

გამარჯვებულებს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, საქართველოს ისტორიული ავტომობილებოს ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა ნარსიამ და დამფუძნებელმა დავით ჭავჭანიძემ, ასევე ოთარ ოთარაშვილის ოჯახის წევრებმა მისი სახელობის თასი და საჩუქრები გადასცეს.

| Print |
FaceBook Twitter Google