თელავში დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს თელავში სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი. ამ თარიღთან დაკავშირებით, ქალაქში არაერთი საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება ჩატარდება:

მოეწყობა მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, ისტორიული გამოფენები, ქართული-ხალხური ტრადიციების კუთხეები, სპორტული აქტივობები, საბავშვო სპექტაკლები, კონკურსები და შოუები.

ამ საკმაოდ დატვირთულ დღეს დაასრულებს დასკვნითი კონცერტი, სადაც „თეატრალური კვარტეტი“ და ჯგუფი „გუფი ლენდი“ იმღერებენ.


| Print |
FaceBook Twitter Google