გურჯაანელი გიორგი კახაბერი კადეტ-ძიუდოისტთა ტურნირის ჩემპიონი გახდა
ხაშურში, რამაზ ხარშილაძის სახელობის, კადეტ-ძიუდოისტთა საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას გურჯაანელი სპორტსმენებიც იღებდნენ.

გიორგი კახაბერმა პრესტიჟულ-მძიმე წონაში ასპარეზობა ჩემპიონის რანგში დაასრულა.

“ხაშურში გამართულ ტურნირზე მონაწილეობას გურჯაანის ძიუდოისტთა გუნდიც იღებდა.

ჩვენი სპორტსმენი, გიორგი კახაბერი ჩემპიონი გახდა.

იგი თავის ასაკში რეგულარული ჩემპიონია, წარმატებული და იმედის მომცემი სპორტსმენია,“-ამბობს Speqtri.ge- სთან საუბარში გურჯაანის სპორტული გაერთიანების დირექტორი, გელა დალაქიშვილი.


| Print |
FaceBook Twitter Google