ლაშა ტალახაძე ევროპის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა
ლაშა ტალახაძე ევროპის 2021 წლის საუკეთესო ძალოსან მამაკაცად დასახელდა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპის ძალოსნობის ფედერაცია ავრცელებს.

„ევროპის ძალოსნობის ფედერაცია მეტად მოხარულია, რომ დააანონსოს პირველი ონლაინ გამოკითხვის შედეგები „2021 წლის საუკეთესო ძალოსნის“ ნომინაციაზე და გამარჯვებული არის ლაშა ტალახაძე, ასევე ცნობილი, როგორც „მსოფლიოს უძლიერესი კაცი“ საქართველოდან,“ - ვკითხულობთ ფედერაციის გვერდზე.

პოსტში აღნიშნულია, რომ ოლიმპიური თამაშების ორგზისა და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ჯილდო ევროპის ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებაზე, 27 მაისს გადაეცემა.
| Print |
FaceBook Twitter Google