დაავადებამ სახე იცვალა - ეპიდემიოლოგი მაიმუნის ყვავილზე
მსოფლიოში მაიმუნის ყვავილის გავრცელებამ საზოგადოებაში ახალი შიშები გამოიწვია და უამრავი შეკითხვა გააჩინა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, Speqtri.ge-სთან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგი, მარიამ კაპანაძე საუბრობს.

მისი თქმით, ეს ვირუსი ახალი არ არის, ადრეც არსებობდა მთელ მსოფლიოში და მას ყვავილის სახელით ვიცნობთ. ყველაზე მეტად დაავადების კერები აფრიკაში იყო გავრცელებული.

„ დღესაც არიან, ასაკით უფროსი, 70 წლის ზემოთ ადამიანები, რომელთაც სახეზე ამ დაავადების გადატანის ნიშნები აქვთ. ზუსტად ეს არის ყვავილის შედეგი.

აღსანიშნავია, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში, საქართველოშიც ტარდებოდა მასიური აცრები, რამაც განაპირობა ის, რომ შეიქმნა იმუნური ფენა, რის გამოც დაავადება აღარ არსებობდა ჩვენს და არც საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში.

სამოცი წლის ზემოთ ადამიანები, რომლებსაც თავის დროზე ჩატარებული აქვთ შესაბამისი ვაქცინაცია, ან უკვე გადატანილი აქვთ აღნიშნული დაავადება, აღარ დაინფიცირდებიან ყვავილით,“ - გვეუბნება მარიამ კაპანაძე.

ეპიდემიოლოგის თქმით, დღეს მსოფლიოში გავრცელდა ე.წ „მაიმუნის ყვავილი“, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება მაიმუნისგან ადამიანზე გადავიდა, სახე იცვალა და შემდეგ, უკვე ადამიანიდან ადამიანზეც გავრცელდა.

„აქედან გამომდინარე, ვირუსს გადამდებლობა ახასიათებს, თუმცა არა ისეთი, როგორიც კორონავირუსს ან გრიპის ვირუსულ ინფექციას. ყვავილით დაავადებული ადამიანი გადამდებია ხანგრძლივი, ახლო კონტაქტის შემთხვევაში. დაავადება ვლინდება, დაახლოებით, 3-5 დღის შემდეგ და ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, პოლიმორფული გამონაყარი და ლიმფური ჯირკვლების გადიდება, „ -განმარტავს Speqtri.ge-სთან საუბარში მარიამ კაპანაძე.

მან ასევე განმარტა, რომ ჩუტყვავილა და ყვავილის დაავადება ადამიანებს ხშირად ერევათ, არადა, აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც ფორმით, ასევე მიმდინარეობის სირთულით.

„ჩუტყვავილა აბსოლუტურად განსხვავდება ყვავილის დაავადებისგან. ყვავილს მესამე-მეხუთე დღეს ახასიათებს პოლიმორფული გამონაყარი, რომელიც განსხვავდება ჩუტყვავილას გამონაყარისაგან,“ - გვეუბნება მარიამ კაპანაძე.

იგი აქვე აღნიშნავს, რომ მაიმუნის ყვავილის ზუსტი მიმდინარეობა და გართულებები ჯერ არ არის ცნობილი, რადგან საქართველოში არ გვაქვს ამ დაავადების შემთხვევები, თუმცა, ყველა ის მახასიათებლები, რაც ყვავილს ადრე გააჩნდა, შენარჩუნებული იქნება.
ამ ეტაპზე კი მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით ინფორმაცია ნაკლებია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) იმ სიმპტომებს აქვეყნებს, რაც 2022 წლის 15 მარტიდან განხორციელებული დაკვირვების შედეგად გამოვლინდა. ესენია:

  • თავის ტკივილი
  • მაღალი ტემპერატურა (>38.5oC)
  • ლიმფური კვანძების გადიდება
  • სხეულისა და კუნთების ტკივილი
  • ზურგის ტკივილი
  • სისუსტე
დაავადება, სიმპტომების გამოვლენიდან გრძელდება 5-დან 21 დღემდე.

WHO-ის განცხადებით, 21 მაისის მონაცემებით, სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 92 შემთხვევა, 28 პაციენტი კი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.


ქვეყანა დადასტურებული შემთხვევები საეჭვო შემთხვევები
ავსტრალია 1-5 -
ბელგია 1-5 1-5
კანადა 1-5 11-20
საფრანგეთი 1-5 1-5
გერმანია 1-5 -
იტალია 1-5 -
ნიდერლანდები 1-5 -
პორტუგალია 21-30 -
ესპანეთი 21-30 6-10
შვედეთი 1-5 -
გაერთიანებული სამეფო 21-30 -
აშშ 1-5 -
სულ 92 28

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით. ის აქ
სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, მარტიდან მუშაობს. დღეს მიწის
რეგისტრაციის პროექტისთვის ელექტრონული ბაზის შექმნა ევალება — საქმე
საკმაოდ შრომატევადია, თუმცა დაღლილობა საერთოდ არ ეტყობა და
გვეუბნება, რომ რასაც აკეთებს, ძალიან მოსწონს.
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით. ის აქ სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, მარტიდან მუშაობს. დღეს მიწის რეგისტრაციის პროექტისთვის ელექტრონული ბაზის შექმნა ევალება — საქმე საკმაოდ შრომატევადია, თუმცა დაღლილობა საერთოდ არ ეტყობა და გვეუბნება, რომ რასაც აკეთებს, ძალიან მოსწონს.
11:58 / 25.06.2022
დღეს, 16 ივნისს, გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ
სანქციების ახალი ტალღა დააანონსა. სანქცირებულთა სიაში ამჯერად
რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარი მარია ლვოვა-ბელოვა, რუსეთის
პატრიარქი კირილე და პუნტინთან დაახლოებული კიდევ რამდენიმე ადამიანი
მოხვდა.
დღეს, 16 ივნისს, გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი ტალღა დააანონსა. სანქცირებულთა სიაში ამჯერად რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარი მარია ლვოვა-ბელოვა, რუსეთის პატრიარქი კირილე და პუნტინთან დაახლოებული კიდევ რამდენიმე ადამიანი მოხვდა.
16:36 / 16.06.2022
პარლამეტში უკვე მზადაა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შესახებ, რომელიც
ითვალისწინებს ჯარიმების ოდენობის გაზრდას იმ ავტომფლობელებისთვის,
ვინც სავალდებულო ტექინსპექტირების გაუვლელად გადაადგილდება.
პარლამეტში უკვე მზადაა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმების ოდენობის გაზრდას იმ ავტომფლობელებისთვის, ვინც სავალდებულო ტექინსპექტირების გაუვლელად გადაადგილდება.
16:06 / 16.06.2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მდებარე კოლეჯ ,,აისის”
ყოფილი დირექტორი, ნათელა პაპუნაშვილი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის
კოლეჯს, 2018 წლამდე, 32 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მდებარე კოლეჯ ,,აისის” ყოფილი დირექტორი, ნათელა პაპუნაშვილი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის კოლეჯს, 2018 წლამდე, 32 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
10:25 / 16.06.2022
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და კახეთში 3 პირი დააკავეს.
11:43 / 15-06-2022
გურჯაანის ახლადრეაბილიტირებულ კულტურისა და დასვენების პარკში ატრაქციონები დააზიანეს, ასევე დაზიანებულია 26 მაისის ღონისძიებაზე გამოფენილი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ასლი.
13:10 / 27-05-2022
საქართველოს პროკურატურამ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
17:32 / 25-05-2022
ეკონომიკა
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში რუსეთიდან გადმორიცხული თანხების რაოდენობა რეკორდულად მზარდია.
15:22 / 16-06-2022
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას თქმით, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის.
11:26 / 14-06-2022
სხვა ამბები
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსეთის არმიის მიერ  აღებული ქალაქი სევეროდონეცკი სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
16:43 / 20-06-2022
ევროკომისია საქართველოსთველოსთვის ეროვნული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაციით გამოდის და ითხოვს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში მიენიჭოს.
23:17 / 17-06-2022
საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას დაფინანსება გაურკვეველი ვადით შეუჩერდა.
15:32 / 17-06-2022
ევროკომისია მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის, ხოლო საქართველოსთვის პერსპექტივის მინიჭებას უწევს რეკომენდაციას.
15:03 / 17-06-2022
გაეროს მონაცემებით, უკრაინაში გარდაცვლილია 4481 მავიდობიანი მოქალაქე.
13:18 / 17-06-2022
საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას დაფინანსება გაურკვეველი ვადით შეუჩერდა.
15:32 / 17-06-2022
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 19 / 30 °C
img
საგარეჯო 18 / 24 °C
img
დ.წყარო 19 / 23 °C
img
სიღნაღი 19 / 28 °C
img
ლაგოდეხი 18 / 23 °C
img
ყვარელი 19 / 30 °C
img
თელავი 17 / 26 °C
img
ახმეტა 17 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.