საგარეჯოს მერია სტიქიით დაზარალებულებისთვის სამშენებლო მასალებს ყიდულობს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ უდაბნოში 28 მარტის სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სახურავების მოწყობისთვის საჭირო ხის მასლასა და თუნუქს ყიდულობს. 
ტენდერი,რომელიც 1 მილიონ 123 987 ლარზეა გამოცხადებული, 20 ივნისს უნდა დასრულდეს. გამარჯვებულმა კომპანიამ შესაბამისი მასალების მოსახლეობისთვის მიწოდება ხელშეკრულების დადებიდან 10 დღის ვადაში უნდა უზრუნველჰყოს. 

ცნობისთვის, 28 მარტს ძლიერმა ქარმა სოფელ უდაბნოში საცხოვრებელი სახლის სახურავები დააზიანა. ზარალი მერიის შესაბამისმა კომისიამ ადგილზე დაითვალა. 


| Print |
FaceBook Twitter Google