გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის პროექტი "თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიები" იწყება
ა(ა)იპ "გურჯაანის სამუზეუმო და საბიბლიოთეკო" გაერთიანება, მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახორციელებს პროექტს "თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიები" .

პროექტში ჩართული ახალგაზრდები კომპიუტერული უნარების საბაზისო და საფუძვლიან ტრენინგებს ორ ეტაპად გაივლიან.
პროგრამაში შედის:
• ნარატივ დიზაინი (ჩეტბოტები);
• Frontend დეველოპმენტი (HTML, CSS);
• WordPress დეველოპმენტი;
• Python დეველოპმენტი;


პირველ ეტაპზე, მიღებული აპლიკაციების საფუძველზე შერჩეული მონაწილეები შეისწავლიან კომპიუტერული უნარების საბაზისო ტრენინგებს, რომელიც 6 ორსაათიანი ლექცია - სემინარისგან და პროექტების პრეზენტაციისგან შედგება.

მეორე ეტაპზე კი, თითოეული ტრენინგ ჯგუფის მონაწილეები შეარჩევენ არჩევითი ტრენინგებიდან ერთ-ერთს.

პროექტის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილე მიიღებს საბაზისო ტრენინგის სერტიფიკატს.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა - 25 მაისი, 23:59 საათი.

ცნობისთვის, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებამ პროექტის განსახორციელებლად ტენდერი 43 416.00 ლარზე აპრილში გამოაცხადა. აღნიშნული თანხით გამარჯვებული გახდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ერთადერთი პრეტენდენტი იყო.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.




| Print |
FaceBook Twitter Google