რა შემთხვევაში შეხვდება ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმირ პუტინს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, შეხვდეს ვლადიმირ პუტინს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შეწყვეტაზე ისაუბრებენ.

აღნიშნულ საკითხზე უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში საუბრობს.

„მათ სახელმწიფოში[რუსეთში] გადაწყვეტილებების მიღების ისეთი სტრუქტურა აქვთ, რომ მის[პუტინის] გარეშე არანაირი გადაწყვეტილებები არ მიიღება.

ყველა ინსტიტუტს აერთიანებს მხოლოდ ერთი – რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება.
თუ ჩვენ ვსაუბრობთ ომის დასრულების შესახებ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, მაშინ, მის გარეშე ეს გადაწყვეტილება არ იქნება, არ გამოვა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გარეშე.

მას შემდეგ, რაც მათ ჩაიდინეს, ამ შეხვედრების დიდი სურვილი ნამდვილად არ არსებობს, ასევე შუამავლებთან შეხვედრის დიდი სურვილი არც არის და არც იქნება, ამიტომ, არ მივიღებ რუსეთიდან რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრის გადაწყვეტილებას, რუსეთის პრეზიდენტის გარდა და ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებების მაგიდაზე ერთი საკითხი იქნება – ომის დასრულება. სულ ეს არის. სხვა არაფერია სალაპარაკო“, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
| Print |
FaceBook Twitter Google