როგორ აღნიშნავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კახეთში
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება.
ქალაქ გურჯაანის ცენტრალურ პარკში საზეიმო ღონიძიებები 11 საათიდან დაიწყება.

წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებლობის თემაზე ფოტო - გამოფენა, კინოსა და თეატრის მსახიობები გააცოცხლებენ ეროვნულ გმირებს, რომლებიც სტუმრებს საკუთარ ისტორიებს მოუყვებიან. მოხდება დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერის ინსცენირება.

აგრეთვე, გაიმართება ძველი ქართული ხალხური თამაშობები და სპორტული აქტივობები. მოეწყობა ღვინისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ადგილობრივი მეწარმეები წარმოადგენენ საკუთარ პროდუქციას.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა, 20:00 საათზე, ბენდი „ურსას“ კონცერტით დასრულდება.


სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სიღნაღის ცენტრალურ სკვერში. განრიგი კი ასეთია.

▶️ 12:00 საზეიმო მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ლოზუნგით-26 მაისი დამოუკიდებლობის დღეა;
▶️ 13:00 ფოლკლორის ფესტივალი;
▶️ 14:00 შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში;
▶️14:00 ჭადრაკის ტურნირი;
▶️15:00 მკლავჭიდი;

26 მაისის აღსანიშნავად, თელავში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებები:
მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, ისტორიული გამოფენები; ქართული-ხალხური ტრადიციების კუთხეები, სპორტული აქტივობები; კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები. 

საღამოს დასკვნითი კონცერტი დაასრულებს თეატრალური კვარტეტისა და ჯგუფი "გუფი ლენდის" მონაწილეობით.

სხვადასხვა ღონისძიებები დედოფლისწყაროშიც გაიმართება.

-10: 30 -26 მაისისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიება ქ. დედოფლისწყაროს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში;
-11:00 -მინი ფეხბურთის ჩემპიონატის გახსნა მუნიციპალიტეტის გუნდებს შორის;
-12.00- ქ. დედოფლისწყაროს ხელოვნების სკოლაში ამავე სკოლისა და ჰამლეტ გონაშვილის სახელობის გალობისა და ხალხური სიმღერის სკოლის მოსწავლეთა კონცერტი, ასევე სამხატვრო სკოლის აღსაზრდელთა ნახატების გამოფენა;
| Print |
FaceBook Twitter Google