ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გურჯაანში ღონისძიებები გაიმართება
ხვალ, 1 ივნისს, გურჯაანში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებით აღინიშნება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ღონისძიებები ახტალის პარკში 14:00 საათიდან დაიწყება.
პატარების განწყობაზე ანიმატორები და ანიმაციური ფილმების გმირები იზრუნებენ. მოეწყობა დრამ-შოუ, საცირკო წარმოდგენები, სახეზე მოხატვა, შოუ "მხიარული მეცნიერება", ბუშტების შოუ, რომელში მონაწილეობასაც პატარები თავად მიიღებენ.  ამასთან ერთად, პარკში განთავსდება უფასო მემოგრამი და სტუმრებს საშუალება ექნებათ ფოტოზე აღბეჭდონ დღის განწყობა და ემოციები.
კონცერტს გამართავს აბავშვო ჯგუფი "გვირილა", დღეს კი, ადგილობრივი მუსაკალური სტუდიის "ლეკო სტუდია" მოსწავლების კონცერტი დაასრულებს.

| Print |
FaceBook Twitter Google