20 ივნისიდან ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულება იხსნება
20 ივნისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულება იხსნება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

"კოვიდთან დაკავშირებული ეპიდემიური სიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე, 20 ივნისიდან სატრანსპორტო საშუალებებში აღარ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება.

პირბადის გამოყენების რეკომენდაციის შესრულება მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები. პირბადის გამოყენება სავალდებულო დარჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში", - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
| Print |
FaceBook Twitter Google