გუშინდელ სტიქიასთან დაკავშირებით სსსტც დელტა განცხადებას ავრცელებს
გუშინ კახეთში მოსულ სეტყვასთან დაკავშირებით სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი (სსსტც) „დელტა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ჩუმლაყში, ახაშენში და ბოდბეში ვერ განხორციელდა სეტყვასასაშიში კერების დამუშავება.


„მიმდინარე წლის 15 ივნისს 14:00 საათიდან კახეთის რეგიონში, სამხრეთ-დასავლეთიდან შემოვიდა სეტყვასაშიში ღრუბლის მასები. სეტყვის მარცვლების ზომამ 57 მმ-ს მიაღწია.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ დამუშავებულ იქნა სეტყვასაშიში კერები თელავის, გურჯაანის, სიღნაღის და დედოფლისწაყაროს რაიონებში. დამუშავებული კერების საერთო ჯამურმა ფართმა 1035 კმ2 შეადგინა.

უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, დაწესებული შეზღუდული კუთხეების გათვალისწინებით ჩუმლაყში, ახაშენში და ბოდბეში ვერ განხორციელდა სეტყვასასაშიში კერების დამუშავება და შედეგად, დაფიქსირდა მყარი ნალექის მოსვლის ფაქტი.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ 20 წუთის განმავლობაში მოსული სეტყვისა და ძლიერი ქარის შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ქალაქ გურჯაანში განადგურდა ვენახები, გარგარის, ვაშლატამისა და ატმის ბაღები.
| Print |
FaceBook Twitter Google