ლაშა ტალახაძე ექვსგზის ევროპის ჩემპიონია
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა ლაშა ტალახაძემ ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი სამი ოქროს მედლით დაასრულა და უკვე ექვსგზის ევროპის ჩემპიონია.

ქართველმა ჩემპიონმა ტირანაში გამართულ ევროპირველობაზე, პირველ მოძრაობაში სამივე ცდა გამოიყენა - 208, 212 და 217-კილოგრამიანი შტანგები აიტაცა და მცირე ვერცხლის მომპოვებელ სომეხ ვარაზდატ ლალაიანს ექვსი კილოგრამით გაუსწრო.

მეორე მოძრაობა - აკვრა ლაშა ტალახაძემ 245 კილოგრამით და წარმატებული ცდით დაიწყო და სწორედ ამ წონამ გაანაღდებინა ევროპის ჩემპიონის ტიტული როგორც აკვრაში, ისევე ორჭიდის ჯამშიც. მეორე ცდაზე კი, 253-კილოგრამიანი შტანგის აწევა ვერ შეძლო და წელის ტკივილის გამო, ფიცარნაგზე მესამედ ასვლისგან თავი შეიკავა.

"სომეხი სპორტსმენები ძალიან ძლიერები არიან. ჩვენი შედეგების გამო, ეს შეიძლება ნაკლებად ჩანს, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, ატაცში 211 კილოგრამი რეკორდი იყო, სანამ ჩვენ არ მოვხსნიდით.

როცა სპორტსმენი 210 კილოზე მეტს იტაცებს, მინასიანმა კი 216 კილო აიტაცა, ეს დიდი შედეგია. თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვივარჯიშებთ და ფორმაში არ ვიქნებით, კონკურენტები აუცილებლად გამოჩნდებიან", - თქვა პირვველი არხის გადაცემა - "ტაიმაუტში" ლაშამ. 

| Print |
FaceBook Twitter Google