პროექტის ფარგლებში ,,საქართველოს ევროპული გზა" - გურჯაანელ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ერთობლივი პროექტის ,,საქართველოს ევროპული გზა" ფარგლებში, გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკაში შეხვედრა მოეწყო.

ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები დაესწრნენ.

მომხსენებლები იყვნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, ისტორიკოსი ირაკლი ვეშაგურიძე, პოეტი კატო ჯავახიშვილი, პროექტის კორდინატორი და ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიძე და მწერალი და პოეტი მარიამ წიკლაური.

მათი თქმით, საქართველო ჯერ მზად არ არის "ევროპულ ოჯახში" შესასვლელად, თუმცა იმედოვნებენ, რომ ერთ დღესაც საზოგადოება შეიცვლება და ჩვენც მათი ნაწილი გავხდებით.

"ასეთი შეხვედრები უნდა გაიმართოს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, უნდა შევხვდეთ ახალგაზრდებს და გვინდა, რომ მათი ყურადღება მივაპყროთ ევროპული გზისაკენ, ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ საქართველოს კეთილდღეობისთვის." - ამბობს speqtri.ge-სთან საუბარში მარიამ წიკლაური.






| Print |
FaceBook Twitter Google