საგარეჯოში 53 წლის კაცს ეძებენ
მეხუთე დღეა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 53 წლის კაცს ეძებენ. მან სოფელ მანავის ტყეში, საქონელი სამწყემსად წაიყვანა და მას შემდეგ, მისი კვალი აღარავის უნახავს.
სამაშველო სამსახურთან ერთად, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა. თანასოფლელების ინფორმაციით, მაშველებმა საქონელს მიაკვლიეს, თავად კაცი კი, ჯერჯერობით, არ ჩანს.

-"მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, მაგრამ უშედეგოდ.

გთხოვთ გაავრცელეთ მაქსიმალურად ინფორმაცია იქნებ, ვინმეს შეუძლია დრონით დახმარება, რომ უკეთესად მოხდეს ტყის დათვალიერება

დეტალებზე დარეკეთ მითითებულ ნომერზე: 551933337“,- ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |
FaceBook Twitter Google