ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამიტზე მიიწვია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდის სამიტზე მიიწვია.

სამიტი 28-30 ივნისს გაიმართება, მიწვევის წერილი კი 17 ივნისით თარიღდება.

"უდავოდ გადამწყვეტ დროს ვიკრიბებით. უკრაინის ტერიტორიაზე შეღწევით რუსეთმა ევროპაში მშვიდობა დაამსხვრია. გლობალური უსაფრთხოება ახლა ხელახლა განისაზღვრება, თან ამ უსამართლო და არაპროვოცირებული ომის შედეგი ევროატლანტიკური სივრცის მიღმაც შეიგრძნობა. რუსეთი და სხვა ავტორიტარული ძალები გამოწვევებს უქმნიან წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის მყისიერი პასუხი რუსეთის ბრუტალური აგრესიის მიმართ შთამბეჭდავია, თან ერთობასა და სოლიდარობაზე მეტყველებს.
ხსენებული კონცეფციით მოხდება ახალი პოლიტიკის განმტკიცება რუსეთის მიმართ, საერთო საფუძველი განისაზღვრება ჩინეთიდან მომდინარე გამოწვევებთან დაკავშირებით და განმტკიცდება ჩვენი მიზანსწრაფულობა ყველა საფრთხესთან მიმართებით ყველა მოკავშირის დასაცავად. მოუთმენლად ველი თქვენს ხილვას მადრიდში,"-აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილში.

ცნობილია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ სამიტზე დასწრებას გეგმავს.

| Print |
FaceBook Twitter Google