გურჯაანში მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა
დღეს, 21 ივნისს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში მასწავლებლების კონფერენცია გაიმართა. პედაგოგებმა კონფერენციაზე მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე შექმნილი კომპლექსური დავალებები და წარმატებული პრაქტიკის მაგალითები წარმოადგინეს.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის თქმით, კონფერენცია ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ სასწავლო პროცესს, კერძოდ, წარმატებული პრაქტიკის გაზიარებას ემსახურება,.

„ჩვენი მუნიციპალიტეტიდან ათი სკოლა იყო ჩართული „ახალი სკოლის“ მოდელში, ჯერ კიდევ, საპილოტე რეჟიმიდან, თუმცა დღეისათვის რეფორმაში ჩართულია ფაქტობრივად ყველა სკოლა.

კონფერენციაზე პედაგოგებმა გამოიტანეს თავიანთი ნამუშევრები, კოლეგებს გაუზიარეს წარმატებული პრაქტიკის მაგალითები და შედეგები.

წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საგნობრივი სექცია - ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, საზოგადოებრივი მეცნიერებები, ესთეტიკური მიმართულება, საბუნებისმეტყველო დარგები, მათემატიკა და განათლების განვითარების მდგრადობის მიმართულება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ექსპერტები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, ასევე ქოუჩები,“ - ამბობს SPEQTRI.GE-სთან საუბარში დალი მინდიაშვილი.

მისივე თქმით, საუკეთესო პრეზენტაციების ავტორი პედაგოგები თბილისში რეგიონულ კონფერენციას დაესწრებიან.

კახეთის რეგიონში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მათემატიკის კურიკულუმების დანერგვისა და განვითარების ექსპერტის, ნინო ჭანტურიძის შეფასებით, კონფერენცია მასწავლებლებისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო.

„მეტად მნიშვნელოვანი იყო, რომ მასწავლებლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
იქიდან გამომდინარე, რომ ვარ განათლების მიმართულებით კურიკულუმების დანერგვისა და განვითარების კახეთის ექსპერტი მათემატიკის მიმართულებით, ამ სამი წლის განმავლობაში, აქტიურად ვხვდებოდი მასწავლებლებს და მათთან ერთად ვქმნიდი რესურსებს. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ძირითადად ორიენტირებულია იმაზე, რომ მოსწავლეებმა სკოლაში შეძენილი თეორიული ცოდნა გამოიყენონ ცხოვრებაში, რისთვისაც მათ ვამზადებთ.

ჩემი აზრით, ეს ნამდვილად შეუწყობს ხელს მოსწავლეებს იმიტომ, რომ, რაც მოვიხილე პირადად, პრეზენტაციისა თუ სხვადასხვა ეტაპებზე, ნამდვილად იყო ის, რომ ვხედავდით, ბავშვები, როგორი მოტივირებულები იყვნენ, სიახლეს ნამდვილად კარგად შეხვდნენ. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი „სწავლა სწავლებით“ განვითარებაში,“- გვეუბნება ნინო ჭანტურიძე.

გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების უფროსი მასწავლებლის, მარინა ყალაბეგაშვილის შეფასებით, კონფერენციამ მასწავლებლებს კიდევ ერთხელ დაანახა, რა შესაძლებლობები და უნარები აქვთ მათ.

„კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა საკუთარი თავი, ის, თუ რა შესაძლებლობები გაგვაჩნია, რა უნარი გვაქვს და რა შეიძლება, წარმოვადგინოთ ჩვენი ამდენი მუშაობის შემდეგ.
კონფერენცია იყო მეტად საინტერესო და ძალიან კარგად მიმდინარეობდა. წარმოდგენილი იყო ყველა საგნის პედაგოგების მიერ კომპლექსური დავალებების პრეზენტაციები.
პრეზენტაციის შემდეგ დაისვა კითხვები იმის შესახებ, თუ როგორი კომუნიკაცია გვქონდა ბავშვებთან საგაკვეთილო პროცესში და როგორ შევქმენით აღნიშნული პრეზენტაცია.

ჩემთვის ეს კონფერენცია იყო კიდევ ერთხელ დანახვა იმ ჭრილის, რომ პედაგოგი აუცილებლად უნდა მუშაობდეს თავის თავზე და ბავშვებთან კომუნიკაციაზე.

კომპლექსური დავალებები ბავშვებში ავითარებს, როგორც სწავლის მოტივაციას, ისე შემდგომი უნარების გამომუშავებას და მოსწავლეები მეტი ინტერესით ეკიდებიან საგანს,“ - გვეუბნება მარინა ყალაბეგაშვილი.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა დაჯილდოება. მასწავლებლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განაცხადებით,
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განაცხადებით, "რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს."
16:19 / 28.06.2022
"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადება მისთვის არაფერს ნიშნავს.
15:53 / 28.06.2022
"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის აზრით, ეროვნული თანხმობის მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი სრული სისულელეა.
15:39 / 28.06.2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან
ერთად მადრიდში ნატოს სამიტზე გაემგზავრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად მადრიდში ნატოს სამიტზე გაემგზავრა.
12:03 / 28.06.2022
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და კახეთში 3 პირი დააკავეს.
11:43 / 15-06-2022
გურჯაანის ახლადრეაბილიტირებულ კულტურისა და დასვენების პარკში ატრაქციონები დააზიანეს, ასევე დაზიანებულია 26 მაისის ღონისძიებაზე გამოფენილი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ასლი.
13:10 / 27-05-2022
საქართველოს პროკურატურამ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
17:32 / 25-05-2022
ეკონომიკა
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში რუსეთიდან გადმორიცხული თანხების რაოდენობა რეკორდულად მზარდია.
15:22 / 16-06-2022
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას თქმით, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის.
11:26 / 14-06-2022
სხვა ამბები
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსეთის არმიის მიერ  აღებული ქალაქი სევეროდონეცკი სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
16:43 / 20-06-2022
ევროკომისია საქართველოსთველოსთვის ეროვნული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაციით გამოდის და ითხოვს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში მიენიჭოს.
23:17 / 17-06-2022
საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას დაფინანსება გაურკვეველი ვადით შეუჩერდა.
15:32 / 17-06-2022
ევროკომისია მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის, ხოლო საქართველოსთვის პერსპექტივის მინიჭებას უწევს რეკომენდაციას.
15:03 / 17-06-2022
გაეროს მონაცემებით, უკრაინაში გარდაცვლილია 4481 მავიდობიანი მოქალაქე.
13:18 / 17-06-2022
საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას დაფინანსება გაურკვეველი ვადით შეუჩერდა.
15:32 / 17-06-2022
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 18 / 33 °C
img
საგარეჯო 17 / 29 °C
img
დ.წყარო 19 / 33 °C
img
სიღნაღი 19 / 36 °C
img
ლაგოდეხი 19 / 30 °C
img
ყვარელი 18 / 33 °C
img
თელავი 18 / 31 °C
img
ახმეტა 16 / 31 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.