"მგზავრები" "ხარებას" მომღერლის დასახმარებლად
კვირას, 26 ივნისს, 16:00 საათზე გურჯაანის მუნიციპალურ კულტურის ცენტრში ჯგუფ "მგზავრების" სოლო კონცერტი გაიმართება.
ღონისძიება საქვემოქმედოა და შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება ფოლკლორულ ანსამბლ "ხარებას" მომღერლის უჩა ვალიშვილის დასახმარებლად.

ბილეთის ფასი 20 ლარია.

უჩა ვალიშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ამჟამად თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს, რისთვისაც ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. 


| Print |
FaceBook Twitter Google