გიორგი ვაშაძე-„სიმართლე არის ის, რომ თქვენ ევროკავშირი არ გინდათ“
პრემიერ-მინისტრის სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის მოსმენაზე სიტყვით გამოსვლას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძის გამოხმაურება მოჰყვა.

"სიმართლე არის ის, რომ თქვენ ევროკავშირი არ გინდათ. სიმართლე არის ის, რომ ამ თვეების მანძილზე თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რომ ევროკავშირს უარი ეთქვა საქართველოსთვის.
სიმართლე არის ის, რომ ესხმოდით თავს ევროპელ პარტნიორებს, იმიტომ, რომ მათ უარი ეთქვათ საქართველოსთვის ევროინტეგრაციაზე. სიმართლე არის ის, რომ მიზანმიმართულად იმ კანონებს იხილავდით ამ პარლამენტში დაჩქარებული წესით, მოსმენის კანონიდან დაწყებული, რომ უარი ეთქვა ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის და ევროპულ პერსპექტივაზე. სიმართლე არის ის, რომ ადამიანებს იჭერდით და აკავებდით იმისათვის, რომ ევროკავშირს უარი ეთქვა საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივაზე.
და რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს ყველაფერი გეოგრაფიისთვის დაგებრალებინათ,"- მიმართა პრემიერ-მინისტრს გიორგი ვაშაძემ.

- ბატონო ირაკლი და ყველას მოგმართავთ "ქართული ოცნების" წევრებს, თქვენ ეს გეგმა - შეთქმულება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ნაცარში ჩაგივარდათ. ეს შეთქმულება ვერ შესრულდება და ამის გარანტი არის ის ასი ათასი ადამიანი, რომელიც 20 ივნისს შეიკრიბა და ის ასიათოსობით ადამიანი, რომელიც 24 ივნისს გამოვა ქუჩაში და თქვენ გაგცემთ პასუხს".

ვაშაძე მიმართავს პრემიერ-მინისტრსა და "ქართული ოცნების" ლიდერებს: "თქვენ დღეს ხალხს კი არ ელაპარაკებოდით, ევროკავშირს კი არ ელაპარაკებოდით, არამედ - მხოლოდ თქვენს მბრძანებელს, ოლიგარქ ივანიშვილს. იცოდეთ, რომ ქართველ ხალხს დაუსახეს ამოცანად დეოლიგარქიზაცია და ამას აუცილებლად გააკეთებს"

ცნობისთვის, საქართველო 23-24 ივნისს ელის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.





| Print |
FaceBook Twitter Google