გურჯაანში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დღეს, 23 ივნისს, გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკაში, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისათვის „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში დაგეგმილ პროექტსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს ეხებოდა.

შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი ხათუნა კვესელავა უძღვებოდა.

შეხვედრის ფარგლებში ღონისძიების მონაწილეებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს. ხაზი გაესვა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მიღწევებსა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებს.

| Print |
FaceBook Twitter Google