აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დაბლობ რაიონებში +22 გრადუსიდან +27-მდე ვარაუდობენ.

აღმოსავლეთ საქართველოში, ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +27 გრადუსიდან +32-მდე დაფიქსირდება.

ცნობისთვის, თბილისშიც ასევე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსი იქნება.



| Print |
FaceBook Twitter Google