ლაგოდეხში ავარიისას დაშავებული 5 წლის ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
ლაგოდეხის მუნოციპალიტეტის  სოფელ შრომასთან, ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 5 წლის ბავშვი მძიმედ დაშავდა.
თვითმხილველების ინფრომაციით,  "ჰონდას" მარკის ავტომობოლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ქვითად მოსიარულე მოზარდს დაეჯახა.
"მოზარდი ჩვენთან,"არქიმედეში" შემოიყვანეს, ახლა კი უკვე იაშვილის სახელობის საავადმყოფოში გადაჰყავთ. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მრავლობითი ტრავმები აქვს, წამლების ფონზე ხდება სასიცოცხლო მონაცემების შენარჩუნება,"-განუცხადა speqtri.ge-ს "არქიმედეს" ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ლომინაძემ.
| Print |
FaceBook Twitter Google