რუსეთთან დამაკავშირებელი გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე თერგის ადიდების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა), დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დაიწყო.

„ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ყველა საჭირო ღონისძიებებს ატარებენ, რათა გზის აღდგენა უმოკლეს ვადებში მოხდეს.“ - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ძლიერი წვიმის და უხვი ნალექის გამო, გვიან ღამით საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა) მდინარე თერგის ადიდების შედეგად, გზის 80 მ-მდე მონაკვეთი დაზიანდა. ამ დროისთვის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.






| Print |
FaceBook Twitter Google